კიდევაც დაიზრდებიან

კიდევაც დაიზრდებიან

ანსამბლი "თბილისი"

Длительность: 3:26
Год: 2008
Скачать MP3

Текст песни

ნუ ნაღვლობ ჩემო ქვეყანავ
განქარდა ავი სიზმარი
ისევ ანთია შენი მზე
შენი მთვარე და ცისკარი
მე ამოგიღე გულიდან
მტრისგან ნასროლი ისარი
ჭრილობას დაგიკემსავენ
ოქროს სხივები მზისანი
შეიშრე ჩემო ქვეყანავ
ცრემლები შავი დღისანი
ღვთიური მადლით ნაკურთხო
ხატი ხარ დასაფიცარი
ზეცამ გიმრავლოს შვილები
როგორც ვარსკვლავი ცისანი
კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი
იყავი მუდამ მისანი
და მტერ-მოყვარე იცანი
არ აგერიოს ერთგულში
შენი ორგული ვინც არის
მე ამოგიღე გულიდან
მტრისგან ნასროლი ისარი
ჭრილობას დაგიკემსავენ
ოქროს სხივები მზისანი
შეიშრე ჩემო ქვეყანავ
ცრემლები შავი დღისანი
ღვთიური მადლით ნაკურთხო
ხატი ხარ დასაფიცარი
ზეცამ გიმრავლოს შვილები
როგორც ვარსკვლავი ცისანი
კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი

შეიშრე ჩემო ქვეყანავ
ცრემლები შავი დღისანი
ღვთიური მადლით ნაკურთხო
ხატი ხარ დასაფიცარი
ზეცამ გიმრავლოს შვილები
როგორც ვარსკვლავი ცისანი
კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი
ალგეთს ლეკვები მგლისანი