Notice: file_put_contents(): Write of 700 bytes failed with errno=28 No space left on device in /www/wwwroot/muzbon.net/system/url_helper.php on line 265
Giorgi Chitauri - უნდა დაგიბრალო | Скачать MP3 бесплатно
უნდა დაგიბრალო

უნდა დაგიბრალო

Giorgi Chitauri

Длительность: 3:27
Год: 2020
Скачать MP3

Текст песни

Უნდა დაგიბრალო
Თორემ სიყვარულის მონატრებით
Სული დაილია
Სულში მაცილები, ქირქილებენ
Სანამ დაღლილ მაჯებს
Ისევ უსახელოდ მომამტვრევენ
Ყოფის ქარიშხლებით
Აღრიალებული წისქვილები
Უნდა დაგიბრალო
Სანამ მოგონებით მთვრალი ვარ და
Სანამ თვალები მაქვს
Ალის ათინათით შენაფერი
Ვიდრე მარტოობა თავში
Თრიაქივით ამივარდა
Ვიდრე წავედი და
Ყულფის თავშესაფარს შევეფარე
♪
Უნდა დაგიბრალო
Ხამი მოტრფიალის გაგიჟებით
Ისევ ჩაქნეული
Ხელის ალიყურის შემოკვრამდე
Სადღაც ცხრა მთას იქით
Ციხემიუვალი აგიშენო
Მერე მოგძებნო და
Სისხლის მძებნელივით შემოგადგე
Უნდა გადმომძახო
Ისევ უიმედო მოალყე ხარ
Გამოეკიდეო ქარებს ოცნებათა ამირბარო!
Ყველა გზამოჭრილმა
Მეტი ვერაფერი მოვახერხო
Შენი სიყვარული დანაშაულივით დავიბრალო
♪
Ლექსი უშენობის
Თეთრი ღამეებით ნაწამები
Ლექსიც არ მიუშვა
Შენი სიმხურვალის სამოთხემდე
Ჩემგან დაზიდული
Ძირში მოიკვეცო ნაწნავები
Მერე წახვიდე და
Სადღაც ცხრა მთას იქით გამითხოვდე!
Უნდა დაგიბრალო
Თორემ წლები ვეღარ მომათრევენ
Თორემ უპატრონო სულში
Მაცილები ქირქილებენ
Უნდა დაგიბრალო
Სანამ დაღლილ მაჯებს მომამტვრევენ
Ყოფის ქარიშხლებით
Აღრიალებული წისქვილები