ჩიტი-გვრიტი (Feat. ანსამბლი "თბილისი")

ჩიტი-გვრიტი (Feat. ანსამბლი "თბილისი")

რევაზ ლაღიძე

Длительность: 3:50
Год: 2000
Скачать MP3

Текст песни

ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა, ოვრანინა
მე შროშანი მეგონაო, ოვრანინა
სადაც კარგი გოგო ვნახე, ოვრანინა
ყველა ჩემი მეგონაო, ოვრანინა
მხოლოდ ერთმა შავგვრემანმა, ოვრანინა
გამიჩინა გულში სევდა, ოვრანინა
გვერძე ისე ჩამიარა, ოვრანინა
ერთხელაც არ შემომხედა, ოვრანინა

სად გეძებო, რომელ მხარეს, ოვრანინა
მითხარ რატომ მემალები, ოვრანინა
ტყვია მზოგავს შე უღმერთო, ოვრანინა
შენ კი აღარ გებრალები, ოვრანინა
გაგიფრინდა ჩიტი-გვრიტი, ოვრანინა
ჩემი ტურფა, თვალგიშერა, ოვრანინა
ასე როგორ შეიძლება, ოვრანინა
არც მომკლა და არც მიშველა, ოვრანინა
გვერძე ისე ჩამიარა, ოვრანინა
ერთხელაც არ შემომხედა, ოვრანინა
ოვრანინა